суббота, 6 июня 2009 г.

ოდისეი ჯიროვი..... კახა ახობაძე....


 
ოდისეი ჯიროვი..... კახა ახობაძე....
ისინი ერთ კლასში სწავლობდნენ,
ყველგან ერტად იყვნენ და ერთადაც წავიდნენ სამშობლოს-საქართველოს ერთიანობისა და თავისუფლების დასაცავად.



ქართველი და ბერძენი
ოდისეის 14 აგვისტოს 19 წელი შეუსრულდა, 10 დღეში კი ის დაიღუპა.
მას სიცოცხლე უყვარდა, მისი ცასავით სულ მომღიმარე თვალები დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენდა. ის ძალიან კეთილი იყო.
დაღუპულ ოდისეის მორიდებული და წყნარი კახა მწარედ დასტიროდა;
და მაშინ იქ მეგობრის საფლავზე მან დაიფიცა,A რომ შურს იძიებდა.
ის თავის სიტყვას ყოველთვის ასრულებდა.
მან ფიცი შეასრულა, მაგრამ თავისი სიცოცხლე ვერ შეინარჩუნა.
კახას დაღუპვის შემდეგ ჯიბეში უპოვნეს ოდისეის სურათი, რომელზედაც კახას სისხლი იყო. სიკვდილმა ისინი სამუდამოდ დააძმობილა.
კახასაც და ოდისისაც შეეძლოთ უარი ეთქვათ სამხედრო სამსახურზე:
ოდისეი იყო ერთადერთი ოჯახის მარჩენალი, რომელსაც ავადმყოფი დედა და არასრულწლოვანი ძმა ჰყავდა.
კახა კი სკოლაშიც კი განთავისუფლებული იყო ფიზკულტურის გაკვეთილისაგან, რადგან ფეხები აწუხებდა და ამას გარდა მიღებული ჰქონდა
საბრძოლო ჭრილობა, რომელსაც ახლობლებს უმალავდა.
კახასაც და ოდისეისაც უყვარდათ თავისი მიწაწყალი და სხვანაირად ვერც მოიქცეოდნენ!!!
თანაპოლკელებს ისინი ძალიან უყვარდათ და არც შეიძლება ისინი არ გყვარებოდათ.
ყოველთვის სიცოცხლით სავსე და მხიარული ოდისეი...
წყნარი და მოკრძAლებული კახა...
-3-

ვიტალი სუვორიანი... სოსო გრიგოლავა....
ერთ ბრძოლაში დაიღუპნენ, დაიღუპნენ და სხვისი სიცოცხლე გადაარჩინეს.
ერთსაც და მეორესაც ავღანეთის მკაცრი სკოლა ჰქონდათ გავლილი.
წყნარი და თავდაბალი ვიტალი...
წერდა ლექსებს, უკრავდა გიტარაზე, მღეროდა, კარგად ხატავდა. დიდსაც
უყვარადა და პატარასაც.
ლამაზი კეთილი სოსო...
მეგობრებმა არ იცოდნენ, რომ იგი დაავადებული იყო შაქრის დიაბეტით.
მათ შეეძლოთ მონაწილეობა არ მიეღოთ ამ ომში, მაგრამ მათ ძლიერ უყვარდათ თავისი მრავალტანჯული სამშობლო.
ბიჭებმა ვერ მოასწრეს თავისი ოჯახის შექმნა, შეიძლება ვერ მოასწრეს შეყვარებაც...
მათ ალბათ გულგრილად არც შეეძლოთ ეყურათ სხვისი უბედურებისათვის და ამიტომაც აღმოჩნდნენ ომის წინახაზზე. დაკრძალვის დღეს მთელი ქალაქი
ემშვიდობებოდა ვიტალიკს და სოსოს.
-4-
ვიტალი არეშინი
რამდენ თავსატეხს უჩენდა მასწავლებლებს, ცელქი და მოუსვენარი იყო.
მაგრამ დასჭირდა თუ არა სამშობლოს, ის დაუფიქრებლად წავიდა მის დასაცავად. ვიტალიმ არაერთხელ შეასრულა საბრძოლო დავალება, მაგრამ ერთხელაც შოუმფრენი დავალებიდან აღარ დაბრუნებულა...
რამდენი ეძებეს-ვერ იპოვნეს.
ვიტალი დაკარგულია უგზოუკლოდ. მისი მშობლები დღემდე ელოდებიან მას:
იქნებ ერთ დღესაც გაიღოს კარი და ზღურბლზე გამოჩნდეს ვიტალიკი და თქვას: “აი, მე დავბრუნდი”.
მშობლებს არ სჯერათ მისი დაღუპვის ამბავის.
არც ჩვენ არ გვჯერა და არც გვსურს დავიჯეროთ. ადამიანი ხომ იმედით ცოცხლობს და ჩვენც გვინდა ხმამაღლა ვთქვათ: “ვიტალი ჩვენ შენ გელოდებით”.
-5-
იგორ ბახტაძე... კეთილი, წყნარი, გონიერი, დინჯი.
მუდამ მომღიმარი, მხიარული, ცელქი -სერგო პლატოვსკი.
მას დაკრძალვის დღეს მხოლოდ 22 წელი შეუსრულდა.
იგორმა და სერგომ ბევრი მშვიდობიანი მაცხოვრებელი გადაარჩინეს.
მაგრამ ბოლო გამოფრენა მათთვის საბედისწერო აღმოჩნდა.
ისინი ძალიან კეთილნი იყვნენ, ამიტომაც უარი ვერ უთხრეს ყველა მათგანს,
ვინც შველას ითხოვდა. დაეხმარნენ ბევრს, მაგრამ ბედისწერამ წაიყვანა ისინი
ამ ცხოვრებიდან ისე, რომ ყველას დახმარება ვერ შესძლეს, ვინც მათ იმედიანად ელოდა. მათ კიდევ ბევრის გაკეთება შეეძლოთ.

ისაქართველოს ერთიანობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლაში ჩვენი სკოლის
ბიჭებიც იბრძოდნენ აფხაზეთის ომში.
კახა ახობაძე-ქართველი
ოდისეი ჯიროვი-ბერძენი
ვიტალი სუვორიანი-სომეხი
სოსო გრიგოლავა-ქართველი
სერგო პლატოვსკი-რუსი
იგორ ბახტაძე-ქართველი
ვიტალი არეშინი-რუსი
სამშობლოს დაძახილზე წავიდნენ, გულის ძგერას დაუჯერეს, წავიდნენ და აღარ დაბრუნებულან.